რონალდო: "მთელი მსოფლიოს დედების წინაშე ვიხდი ბოდიშს, საშინელება ჩავიდინე"
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდომ გაიხსენა თავისი ვარცხნილობა, რომელიც მან 2002 წლის მუნდიალზე გაიკეთა:
"საშინელება ჩავიდინე! მთელი მსოფლიოს დედების წინაშე ვიხდი ბოდიშს იმისთვის, რომ მათ მოუწიათ ყურება, თუ როგორ იკეთებდნენ მათი შვილები ასეთ ვარცხნილობას.
რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი? მივიღე ტრავმა, თუმცა პრესასთან საუბარი არ მსურდა. ეს ვარცხნილობა გავიკეთე იმისთვის, რომ ჟურნალისტებს ყურადღება დაზიანებული მუხლიდან სხვა რამეზე გადაეტანათ.
ცხადია, ვარცხნილობა არავის მოსწონდა და ყველა თმის შეჭრას მირჩევდა. საქმე კი შესრულდა, ტრავმის შესახებ აღარავინ ფიქრობდა".
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ფორვარდი "სელესაოსთან" ერთად გახდა აღნიშნული მუნდიალის ტრიუმფატორი და მან ამ ტურნირზე 8 გოლი გაიტანა.
ასევე იხილეთ:
სკანდალი მადრიდში - რონალდომ რეალისგან 1 მილიონი ევრო უკანონოდ მიიღო