რონალდუს მიერ მოსროლილი სამკლაური აუქციონზე გაიტანეს - რა არის მისი ფასი ამჟამად?

კაპიტნის სამკლაურს, რომელიც კრიშტიანუ რონალდუმ სერბეთთან მატჩის დროს მოედანზე მოისროლა, საქველმოქმედო აუქციონზე გაიტანენ.
Tuttomercatoweb-ის ინფორმაციით, სამკლაური სტადიონის ერთ-ერთმა თანამშრომელმა აიღო, რომელმაც მისი გაყიდვა აუქციონზე გადაწყვიტა. გამომუშავებული თანხა მოხმარდება ექვსი თვის გავრილო ჯურჯევიჩის მკურნალობას მოხმარდება, რომელიც ზურგის კუნთის ატროფიისგან იტანჯება.
ამჟამად, აუქციონზე ამ სამკლავურის ფასი 3 ათას ევროზე მეტს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ რონალდუმ სერბეთთან მატჩში გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე გაიტანა - ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა, მაგრამ მსაჯმა გოლი არ ჩათვალა.
ასევე იხილეთ:
VIDEO: გაგიჟებული რონალდუ, რომელსაც 94-ე წუთზე კარში შესული ბურთი არ ჩაუთვალეს
VIDEO: ხელების ქნევა, მოსროლილი სამკლაური - ასე დატოვა გაცეცხლებულმა რონალდუმ მოედანი
რონალდუს პირველი კომენტარი მომხდარზე: "ასეთ დროს თავის კონტროლი რთულია"