"დარჩება თუ არა რონალდუ ნაკრების კაპიტნად, სამკლაურის სროლის შემდეგ?", - პორტუგალიის მწვრთნელს ასეთი შეკითხვა დაუსვეს
პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა, კრიშტიანუ რონალდუს და კაპიტნის სამკლაურის სკანდალზე ისაუბრა.
სერბეთთან მატჩში, პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი არჩათვლილი გოლით ისე გაცხარდა, რომ სამკლაური მინდორზე მოისროლა. ამის გამო, ის პრესამ გააკრიტიკა და უღირსი კაპიტანიც კი უწოდეს.
ევროპის ჩემპიონების მთავარ მწვრთნელს, ფერნანდუ სანტუშს ჰკითხეს, შეინარჩუნებს თუ არა ამის მიუხედავად რონალდუ ნაკრების კაპიტნის სამკლაურს.
„დიახ, ის კაპიტნად დარჩება. ყველამ იცის, რომ რონალდუ - ჩვენი ერისთვის სამაგალითოა და ამის შესახებ თქვენ თავადაც არაერთხელ დაგიწერიათ.
კრიშტიანუს რომ სამწვრთნელო შტაბისთვის ან ფედერაციისთვის მიეყენებინა, მაშინ ამაზე დაფიქრება შეიძლებოდა. თუმცა, არაფერი მსგავსი არ მომხდარა.
ეს უბრალოდ დიდი იმედგაცრუების მომენტი იყო, რომელიც შეიძლებოდა ნებისმიერს მოსვლოდა. კაპიტნობის საკითხი არ დგას. რონალდუ სამაგალითოა მუშაობაშიც, ვარჯიშებზეც და ქცევაშიც. ის ჩვენთვის მაგალითია როგორც მოედანზე, ისე ცხოვრებაშიც.“ - აღნიშნა სანტუშმა
ასევე იხილეთ:
VIDEO: ხელების ქნევა, მოსროლილი სამკლაური - ასე დატოვა გაცეცხლებულმა რონალდუმ მოედანი
VIDEO: გაგიჟებული რონალდუ, რომელსაც 94-ე წუთზე კარში შესული ბურთი არ ჩაუთვალეს
რონალდუს მიერ მოსროლილი სამკლაური აუქციონზე გაიტანეს - რა არის მისი ფასი ამჟამად?