3 ევროპული გრანდი საქმეში - აგუეროს მსურველთა რიგი უდგას
"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი, სერხიო აგუერო სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს.
როგორც 32 წლის არგენტინელმა აქამდე თქვა, ინგლისის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებას და "ინდეპენდიენტეში" თამაშს ისურვებდა, თუმცა, ESPN-ს ცნობით, მას სჯერა, რომ ევროპაში ტოპ-დონეზე თამაში კიდევ მინიმუმ ორი წელიწადი შეუძლია.
არსებული ცნობით, აგუეროს დამატებით "პსჟ"-ა დაინტერესებული, აგრეთვე სიტუაციას აკვირდებიან "ბარსელონა" (ლიონელ მესის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებული სიტუაციის გამო) და "იუვენტუსი" (კრიშტიანუ რონალდუს გაყიდვის შემთხვევისთვის).
ამასთანავე, აგუეროს მოეხსენება, რომ მისით პრემიერ ლიგის არაერთი კლუბია დაინტერესებული, მაგრამ თავად მას ქვეყნის შეცვლა უნდა.
მიმდინარე სეზონში "ქალაქელთა" თავდამსხმელმა პრემიერ ლიგაში 8 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
ასევე იხილეთ: