ავტორიზაცია

"3-4 ძალიან ხმაურიან ტრანსფერს ველოდები", - ბეილის, გრილიშისა და კამავინგას აგენტი

"3-4 ძალიან ხმაურიან ტრანსფერს ველოდები", - ბეილის, გრილიშისა და კამავინგას აგენტი
თარიღი 30 მარ 2021, 23:19

გარეტ ბეილის ("რეალი"), ედუარდო კამავინგას ("რენი"), ჯეკ გრილიშისა ("ასტონ ვილა") და სხვა ფეხბურთელების აგენტი, ჯონათან ბარნეტი მისი კლიენტების მონაწილეობით არაერთ ხმაურიან ტრანსფერს აანონსებს.

"3-4 ძალიან ხმაურიან ტრანსფერს ველოდები, რომლებიც ბევრ რეკორდს მოხსნიან. იმედი მაქვს, ეს მოხდება".

"ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს. ალბათ, მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ახალგაზრდა მოთამაშე - კამავინგა".

"ასევე გვყავს გრილიში, კონატე "ლაიფციგიდან". თუმცა, საერთო ჯამში, ასზე მეტი ფეხბურთელის ინტერესებს ვიცავ", - თქვა ბარნეტმა The Athletic-თან ინტერვიუში.

ასევე იხილეთ:

"მისი სიტყვები კონტექსტიდან მთლიანად ამოვარდნილი იყო", - აგენტმა ბეილი გააკრიტიკა?