ავტორიზაცია

რამდენად რეალურია აგუეროს ბარსელონაში გადასვლა?

რამდენად რეალურია აგუეროს ბარსელონაში გადასვლა?
თარიღი 31 მარ 2021, 11:05

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი, სერხიო აგუერო კლუბს გამოიცვლის.

არგენტინელი ფორვარდის სახელი დაუკავშირეს "ბარსელონას", თუმცა Diario Sport-ის თანახმად, აღნიშნული ტრანსფერი არ შედგება.

"ქალაქელების" შემტევის გადმობირება სულაც არ შედის რონალდ კუმანის გეგმებში, რადგან მის სიაში სულ სხვა კანდიდატები ფიგურირებენ.

ნიდერლანდელი დამრიგებლის სამიზნეები არიან ერლინგ ჰოლანდი და მემფის დეპაი. იგივე წყაროს მტკიცებით, ჰოლანდიელი ფორვარდის ტრანსფერი დახურვასთან ახლოს არის.

ასევე იხილეთ:

"არის კომპონენტი, რომელშიც აგუერო მარადონასა და მესის დონეზე დგას", - გვარდიოლა