"არის კომპონენტი, რომელშიც აგუერო მარადონასა და მესის დონეზე დგას", - გვარდიოლა
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ საინტერესო განცხადება გააკეთა თავისი შეგირდის, სერხიო აგუეროს შესახებ:
"მარადონამ დაიპყრო იტალია, მესიმ - ესპანეთი, აგუერომ კი ინგლისი. გუნდში გავლენისა და სტატუსის მხრივ, სერხიო თავის ლეგენდარულ თანამემამულეებს უტოლდება.
არგენტინელმა თავდამსხმელმა დაწერა მან სიტის თანამედროვე ისტორია და ამასთან ერთად, ის კლუბის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორია.
სამხრეთ ამერიკელი ფორვარდი არის ზუსტად ის ფეხბურთელი, რომელიც მატჩის ბედს თავად წყვეტდა", - განაცხადა კატალონიელმა.
შეგახსენებთ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, "ქალაქელების" შემტევი გუნდს დატოვებს თავისუფალი აგენტის სტატუსით.
"ლურჯების" ათიანს ჰყავს არაერთი მსურველი, მათ შორის ლა ლიგიდან და სერია ა-დან. გავრცელებული ინფორმაციით, კუნს მილანის "ინტერმა" უკვე მიმართა.
ასევე იხილეთ:
3 ევროპული გრანდი საქმეში - აგუეროს მსურველთა რიგი უდგას
ოფიციალურად: აგუერო სეზონის დასრულების შემდეგ მანჩესტერ სიტის დატოვებს!