ავტორიზაცია

"ტიაგო დღემდე მაიგნორებს", - რიშარლისონი

"ტიაგო დღემდე მაიგნორებს", - რიშარლისონი
თარიღი 31 მარ 2021, 13:03

"ევერტონის" თავდამსხმელმა, რიშარლისონ დე ანდრადემ ტიაგო ალკანტარას შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის პირველ წრეში გამართულ დერბიში ვიუხეშე ტიაგოს წინააღმდეგ, რის შედეგადაც წითელი ბარათი მივიღე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მას სოაციალური ქსელის საშუალებით მოვუხადე ბოდიში, თუმცა ესპანეთის ნაკრების ცენტრალურმა ნახევარმცველმა არ მიპასუხა.

მისი იგნორის შემდეგ, შეტყობინება წავშალე. განმეორებით შეხვედრაში ალკანატარა არ მიყურებდა თვალებში, ის დღემდე მაიგნორებს".

ასევე იხილეთ:

"ესპანეთიდანაც მქონდა ვარიანტები", - ტიაგომ განმარტა, თუ რატომ აირჩია ლივერპული