"თავზე იროკეზი ჰქონდა", - სოლსკიაერმა გაიხსენა, თუ როგორ დაიწუნა ფეხბურთელი ვარცხნილობის გამო

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა გაიხსენა, თუ როგორ თქვა უარი ნორვეგიულ "მოლდეში" მუშაობისას ფეხბურთელის დამატებაზე მისი ვარცხნილობის გამო.
"ერთხელაც მატჩზე წავედი, რათა ერთ-ერთი ფეხბურთელის თამაშისთვის მიმედევნებინა თვალყური. მოედანზე გამოვიდა და დავინახე, რომ თავზე იროკეზი ჰქონდა".
"ჩემს სკაუტს ვუთხარი: "სალხში წავედით, ის არ გვაინტერესებს". ძალიან ხანმოკლე მოგზაურობა გამოდგა", - ციტირებს სოლსკიაერის სიტყვებს Goal.com.
სოლსკიაერი "მოლდეში" 2011 წლიდან 2014 წლამდე და 2015 წლიდან 2018 წლამდე მუშაობდა. 2018 წლის დეკემბრიდან ნორვეგიელი სპეციალისტი "მანჩესტერ იუნაიტედს" უდგას სათავეში.
ასევე იხილეთ:
"სოლსკიაერი იღიმის? მეც გავიღიმებდი, წლიურად 7 მილიონს რომ ვშოულობდე", - სიტის ექს-ფეხბურთელი