"როცა საქართველოს ვერ უგებ, არსად გასვლის ღირსი არ ხარ", - რას წერენ ბერძენი ფანები განვლილი მატჩის შესახებ?
ბერძენი ფანები საქართველოსთან მატჩის ფრედ დასრულებით ძალიან უკმაყოფილონი დარჩნენ.
მატჩის შემდეგ, გულშემატკივრები საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ გვერდს შეესივნენ და უკმაყოფილო კომენტარები დაწერეს:
„როცა საქართველოს ვერ უგებ, არსად გასვლის ღირსი არ ხარ, მონდომება 0!“
„საქართველო მოედანზე მარტო იყო, ამ ფეხბურთელების უმეტესობა 15 წლის წინ ნაკრებშიც კი ვერ მოხვდებოდა.“
„საიდან მოვიყვანეთ ეს ფეხბურთელები?“
„როგორ დაეცა ბერძნული ფეხბურთი“
„ძალიან გაგვიმართლა! ტრაგიკულ მდგომარეობაში ვართ“
„ჩვენნაირად ცუდად დღეს ევროპაში ფეხბურთს ალბათ არავინ თამაშობს! ეს რა იყო? უბრალოდ სირცხვილია მათი ყურება.
„მათი ყურება თვალების ტკივილია.“
ასევე იხილეთ:
VIDEO: კვარაცხელიას მორიგი შედევრი! ხვიჩამ გაათანაბრა 1-1
VIDEO: კვარაცხელიას სასწაული რეიდი! - ხვიჩამ ნახევარი საბერძნეთი ჩამოიტოვა
VIDEO: კვარაცხელიას გოლით, საქართველომ საბერძნეთიდან ქულა წამოიღო