"პორტუგალიის ნაკრებსა და ფეხბურთის ფედერაციას რონალდუ მართავს", - პირენეელი ჟურნალისტი
ცნობილმა ჟურნალისტმა, რუი სანტუშმა გააკრიტიკა პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი, კრიშტიანუ რონალდუ:
"რონალდუ არის პორტუგალიის ნაკრების უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი, თუმცა ის ჩვენს იმიჯზეც არის პასუხისმგებელი.
კრიშტიანუ არის პორტუგალიური ფეხბურთის სახე და აქედან გამომდინარე, კაპიტნის სამკლაურის სროლა მისი მხრიდან ნამდვილად შეუფერებელი საქციელია.
სამწუხაროა, რომ იუვენტუსის ლიდერს ეპატიება ყველაფერი. როგორც ჩანს, ნაკრებსა და ფეხბურთის ფედერაციასაც ის მართავს".
ასევე იხილეთ:
VIDEO: რონალდუს კაპიტნის სამკლაური ადრეც დაუგდია ძირს - გავიხსენოთ ცნობილი ეპიზოდი