კვარაცხელია: "მოედანზე ჩვენი ქვეყნისთვის გავდივართ და მაქსიმალურად ვიხარჯებით"
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.
მატჩის შემდეგ კომენტარი ჩვენი ნაკრების მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორმა ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა.
"საბერძნეთთან თანაბარი ბრძოლა იყო, მოგების შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. პირველი ქულა ავიღეთ და ეს სასიხარულოა, თუმცა მოგებაც შეგვეძლო. ვთვლი, რომ ასე უნდა გავაგრძელოთ, თამაშები მოვიგოთ და ჩვენს ჯგუფში მაქსიმუმი გავაკეთოთ.
ყოველ მესამე დღეს თამაში ძალიან რთულია, რადგან ასეთ რეჟიმს მიჩვეული არ ვართ. მიუხედავად ამისა, მოედანზე ჩვენი ქვეყნისთვის გავდივართ და მაქსიმალურად ვიხარჯებით. ალბათ გუნდს ცოტა დაღლილობაც ეტყობოდა. შემდეგ თამაშებშიც ძალიან უნდა მოვინდომოთ და გავიმარჯვოთ, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება მეტოქე. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც შედეგის მიუხედავად ყოველთვის ჩვენ გვერდით არიან", - ამბობს კვარაცხელია.
"1 დღე გავიდა უკვე და პერესს კვარაცხელია ჯერ არ უყიდია?", - ესპანელი ჟურნალისტი