"რეალის ფანია, თუმცა მამამისი ბარსას ქომაგობს" - ესპანური პრესა ხვიჩას სახელს ლა ლიგის გუნდს უკავშირებს
ესპანურმა Sport-მა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მიუძღვნა ვრცელი სიახლე და გამოარჩია გუნდის მთავარი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია:
"საქართველოს ნაკრების დღევანდელი შემადგენლობა უნდა შევადაროთ არველაძისა და კალაძის თაობის გუნდს, რომელიც საუკუნის დასაწყისში ბრწყინავდა.
ჯვაროსნებიდან გამოსარჩევია კვარაცხელია, რომელსაც აკვირდება არაერთი ევროპული გუნდი, მათ შორის სევილია. საბერძნეთთან მატჩი მონჩის ყურადღების გარეშე არ ჩაივლიდა.
ანდალუსიელები მის შეძენას მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გეგმავენ. თავად ქართველი ვინგერი გულშემატკივრობს რეალს, მამამისი კი ბარსას.
ხვიჩას აგენტმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი მზად არის სათამაშოდ როგორც მადრიდში, ისე ბაიერნშიც", - ასე ახასიათებენ პირენეელები "თეთრ-წითლების" გარემარბს.
შეგახსენებთ, რომ "დალაქების" გარდა, ჩვენი ნაკრების 20-წლის ფლანგელის სახელს სერია ა-ს ტოპ-კლუბებსაც უკავშირებენ.
ასევე იხილეთ: