სატრანსფერო ბომბი ბარსელონადან - რაიოლა და ჰოლანდის მამა მოლაპარაკებებზე კატალონიაში ჩაფრინდნენ!
Marca-ს, Sport-ისა და კიდევ რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, მინო რაიოლა და ერლინგ ჰოლანდის მამა ბარსელონაში ჩაფრინდნენ.
მიზეზი - მოლაპარაკების პროცესი "ბლაუგრანაში" ნორვეგიელი თავდამსხმელის ხმაურიან ტრანსფერთან დაკავშირებით.
სხვა დეტალები ჯერჯერობით არ არის ცნობილი, გარდა იმისა, რომ დორტმუნდის "ბორუსია" თავის ფორვარდს 150-180 მილიონი ევროს ფარგლებში აფასებს.
შეგახსენებთ, ესპანური პრესა აქტიურად წერდა იმის შესახებ, რომ ხოან ლაპორტას მთავარი სამიზნე სწორედ "შავ-ყვითლების" 9-იანი იქნებოდა.
კატალონიური გუნდის გარდა, სკანდინავიელი შემტევის სახელს უკავშირებენ მადრიდის "რეალს", "მანჩესტერ სიტისა" და კიდევ არაერთ ტოპ-გუნდს.
ასევე იხილეთ:
BREAKING! რაიოლა და ჰოლანდის მამა ბარსელონადან მადრიდში ჩაფრინდნენ