BREAKING! რაიოლა და ჰოლანდის მამა ბარსელონადან მადრიდში ჩაფრინდნენ
ცნობილი იტალიელი საფეხბურთო ექსპერტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ მინო რაიოლა და ერლინგ ჰოლანდის მამა ბარსელონადან მადრიდში გადაფრინდნენ.
როგორც იცით, დღეს დილით ნორვეგიელი ფეხბურთელის აგენტი ბარსელონას ესტუმრა და შესაძლო ტრანსფერზე გამართა მოლაპარაკებები (იხილეთ დეტალები).
ამჯერად, ცნობილი ხდება, რომ რაიოლა ესპანეთში მხოლოდ "ბარსელონასთვის" არ ჩასულა, მან მადრიდშიც შეიარა და სავარაუდოდ მეორე წინადადებასაც მოისმენს.
"დადასტურებულია. მინო რაიოლა ახლა მადრიდში იმყოფება, რომელმაც ბარსელონა პირადი თვითმფრინავით დატოვა. მასთან ერთად არის ერლინგის მამაც.
"ბარსელონას" პრეზიდენტთან, ხოან ლაპორტასთან შეხვედრის შემდეგ ის ჰოლანდის თაობაზე "რეალსაც" გაესაუბრება", - განაცხადა ფაბრიციო რომანომ.