ავტორიზაცია

ცნობილი გახდა რაიოლასა და ჰოლანდის მამის ბარსელონას პრეზიდენტთან შეხვედრის დეტალები

ცნობილი გახდა რაიოლასა და ჰოლანდის მამის ბარსელონას პრეზიდენტთან შეხვედრის დეტალები
თარიღი 01 Apr 2021, 22:13

გავლენიანმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ "დორტმუნდის" ფორვარდ ერლინგ ჰოლანდის მამისა და აგენტ მინო რაიოლას "ბარსელონას" პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასთან შეხვედრის დეტალები გაასაჯაროვა.

"რაიოლას, ჰოლანდის მამისა და ლაპორტას შეხვედრამ დადებითად ჩაიარა. "ბარსელონას" ახალი პროექტის განსახილველად ეს მხარეების პირველი კონტაქტი გახლდათ. ცხადია, ჯერჯერობით არანაირ შეთანხმებასთან და მოლაპარაკებების წინ წაწევასთან არ გვაქვს საქმე, ფორვარდისთვის ბრძოლა გრძელი იქნება, ბევრ კლუბს სურს მისი ხელში ჩაგდება. რაიოლა უახლოეს პერიოდში სხვა კლუბების წარმომადგენლებსაც შეხვდება. "ბაიერნი" ჰოლანდისთვის ბრძოლაში არ მონაწილეობს", - წერს რომანო.

გავრცელებული ინფორმაციით, რაიოლა "დორტმუნდის" წარმომადგენლებსაც შეხვდება, რათა 20 წლის ნორვეგიელის სატრანსფერო ღირებულება შეათანხმოს. ჰოლანდის გამოსასყიდი თანხის პუნქტი ძალაში 2022 წლის ზაფხულში შევა - 75 მილიონი ევრო.

ჰოლანდი "დორტმუნდში" "ზალცბურგიდან" 2020 წლის იანვარში 20 მილიონ ევროდ გადავიდა. 2020/21 წლების სეზონში ფორვარდმა ბორუსიელთა რიგებში 31 მატჩი ჩაატარა, 33 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, სუპერვარსკვლავად ქცეული ჰოლანდი 110 მილიონი ღირს.

ასევე იხილეთ:

VIDEO: რაიოლასა და ჰოლანდის მამის კატალონიაში ჩაფრენის ვიდეოკადრები