ავტორიზაცია

3 განსხვავება, რომელიც ვაისსა და სანიოლს შორის გამოჩნდა

3 განსხვავება, რომელიც ვაისსა და სანიოლს შორის გამოჩნდა
თარიღი 02 Apr 2021, 02:01

საქართველოს ნაკრების ახალმა სპეციალისტმა ვილი სანიოლმა 3 მატჩი უკვე გამართა, 2 წააგო, ერთი კი ფრედ დაასრულა.

მიუხედავად იმისა, რომ ფრანგმა მწვრთნელმა ვერცერთი მატჩი ვერ მოიგო, სამივე მატჩში ნაკრებს კარგი და ხარისხიანი ფეხბურთი ათამაშა.

მწვრთნელმა და ფეხბურთელებმაც აღნიშნეს და ჩვენც ვთქვათ, რომ ამ მატჩებში ნაკრებს ცოტა იღბალი დააკლდა.

გამოჩნდა სანიოლის ხედვები და სისტემა, რითიც ის იმუშავებს და მისი წინამორბედი ვლადიმირ ვაისისგან სრულიად განსხვავებულია.

ეროვნული ლიგიდან ნაკრებში

ვლადიმირ ვაისი საქართველოს ჩემპიონატიდან ფეხბურთელებს, ფაქტობრივად, არ იძახებდა და უპირატესობას ლეგიონერებს ანიჭებდა. სანიოლმა კი ეს სისტემა შეცვალა და ამ სანაკრებო პაუზაზე ჩემპიონატის ერთბაშად 7 ფეხბურთელი გამოიძახა, რამდენიმეს თამაშიც მოუწია.

დროული შეცვლები

ვაისის ერთ-ერთი მთავარი მინუსი შეცვლების დაგვიანება იყო. რაც არ უნდა მომხდარიყო მოედანზე, ის ცვლილებას მე-80 წუთამდე არ აკეთებდა, ასე მოხდა ისტორიულ მატჩში მაკედონიასთანაც. სანიოლმა კი სამივე მატჩში ცვლილებები დროულად განახორციელა და ეს ცვლილებები გააზრებული იყო და კონკრეტული ტაქტიკური ცვლილებისკენ იყო მიმართული.

ითამაშებს ის, ვინც ფორმაშია

ვაისის 5-წლიანი მოღვაწეობის დროს, სასტარტო შემადგენლობა თითქმის ყველა მატჩში იგივე იყო. არ ჰქონდა მნიშვნელობა, კონკრეტული ფეხბურთელი თავის კლუბში თამაშობდა თუ არა, ფორმაში იყო, თუ არა - 11-ეული იგივე იყო. სანიოლმა კი მოსვლისთანავე განაცხადა, რომ ითამაშებს ის, ვინც ფორმაშია. თუ ვაისი გიორბელიძეს, ზივზივაძეს და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს არასდროს ენდობოდა და არც იძახებდა, სანიოლმა მათი კარგი ფორმა დააფასა და სასტარტო შემადგენლობაში ათამაშა.

"კვარაცხელიას დიბალაში გავცვლი!", - რუბინის დირექტორი

ბუსკეტსი, იბრა და სხვები - ხვიჩა კვარაცხელია პირველი 3 ტურის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის

ხვიჩა კვარაცხელიას სტატისტიკა, რითიც ის ევროპაში საუკეთესოა