სანიოლი საქართველოს ნაკრების პოტენციური ახალწვეულების შესახებ: "ორ ფეხბურთელს ვაკვირდები"

საბერძნეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრის შემდეგ, ვილი სანიოლი ადგილობრივ gazzeta.gr-ს ესაუბრა და რამდენიმე საინტერესო განცხადება გააკეთა.
ელადელმა ჟურნალისტებმა ჰკითხეს "ჯვაროსნების" პოტენციური ახალწვეულების, ნიკა ნინუასა და ბაჩანა არაბულის შესახებ, რომლებიც სწორედ საბერძნეთში თამაშობენ.
"ნინუასა და არაბულს ყურადღებით ვაკვირდები და ისინი ჩემს 40-50 კაციან გაფართოებულ შემადგენლობაში ახლაც ფიგურირებენ.
გავაგრძელებ ქართველ ფეხბურთელებზე დაკვირვებას და კარგი თამაშის შემთხვევაში შანსს მათ აუცილებლად მივცემ", - განაცხადა ფრანგმა.
შეგახსენებთ, ნინუა თამაშობს "პაოკში" და "თეთ-წითლებში" ის ჯერ არ გამოუძახებიათ, არაბული კი იცავს "ლამიას" ღირსებას და ცნობისთვის, 2017 წლიდან, ეროვნულ გუნდში მან 7 მატჩის ჩატარება მოასწრო.
ასევე იხილეთ:
3 განსხვავება, რომელიც ვაისსა და სანიოლს შორის გამოჩნდა
"მესიზე და რონალდუზე წინ მხოლოდ ერთ ფეხბურთელს ვაყენებ", - სანიოლი