ავტორიზაცია

გერმანული პრესა ბაიერნის ხვიჩასადმი ინტერესის შესახებ: "დევისის შემდეგ, ახალი პროექტის ნაწილი კვარა უნდა გახდეს"

გერმანული პრესა ბაიერნის ხვიჩასადმი ინტერესის შესახებ: "დევისის შემდეგ, ახალი პროექტის ნაწილი კვარა უნდა გახდეს"
თარიღი 02 Apr 2021, 11:51

Fussballinfo-მ მიუნხენის "ბაიერნის" ხვიჩა კვარაცხელიასადმი ინტერესის შესახებ საკმაოდ საინტერესო სიახლე გაავრცელა:

"დევისის მაგალითმა აჩვენა, თუ როგორ უნდა ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების მოზიდვა ბუნდესლიგაში და მათი განვითარება.

ბაიერნი მომავალშიც გააგრძელებს გაახალგაზრდავების პროექტს და ერთ-ერთ ვარიანტად კლუბი კვარაცხელიას ტრანსფერს განიხილავს.

როგორც ვიცით, მიუნხენელები კოშტას არ გამოისყიდიან, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართველი ვინგერისთვის ერთი ვაკანტური ადგილი გამოჩნდება.

რეკორდმაისტერში თავის დამკვიდრებას ის სანეს, გნაბრისა და კომანთან ერთად შექმნილ კვარტეტში ეცდება", - წერს გერმანული გამოცემა.

შეგახსენებთ, "წითლების" გარდა, საქართველოს ნაკრების გარემარბის სახელს აგრეთვე უკავშირებენ სერია ა-ს რამდენიმე გუნდს, დორტმუნდის "ბორუსიასა" და "სევილიას".

ასევე იხილეთ:

"კვარაცხელიას დიბალაში გავცვლი!", - რუბინის დირექტორი

VIDEO: კვარაცხელიას ყველა მომენტი საბერძნეთთან მატჩში