ზუსტად 26-წლის წინ - ბექჰემის დებიუტი მანჩესტერში
1995 წლის 2 აპრილს, ანუ 26-წლის წინ, შედგა დევიდ ბექჰემის დებიუტი "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი გუნდის შემადგენლობაში.
ინგლისელმა ნახევარმცველმა "წითელი ეშმაკების" რიგებში ჩაატარა საოცარი კარიერა, რაც მოიცავს გუნდურ 13 ტიტულს, 394 მატჩსა და 85 გოლს.
"მანიუს" ჰავბეკისა და თავისი მშობლიური კლუბის ისტორია დასრულდა 2003 წლის ზაფხულში, როდესაც ის მადრიდის "რეალში" გადავიდა.
"მანკუნიანელების" შვიდიანის ტრანსფერზე თადაპირველად მუშაობდა "ბარსელონა", თუმცა ხოან ლაპორტას ფლორენტინო პერესმა აჯობა.
ასევე იხილეთ:
ბექჰემი: "ვფიქრობ, მესის, რონალდუს და ნეიმარს ამ გუნდის არჩევა არ გაუჭირდებათ"