ავტორიზაცია

"ერთხელ, მესის ეგონა რომ ცხვირი მე გავუტეხე და მაისურს არ მაძლევდა", - მანჩესტერის ნახევარმცველი

"ერთხელ, მესის ეგონა რომ ცხვირი მე გავუტეხე და მაისურს არ მაძლევდა", - მანჩესტერის ნახევარმცველი
თარიღი 02 Apr 2021, 15:36

„მანჩესტერ იუნაიტედის“ და შოტლანდიის ნაკრების ნახევარმცველმა, სტოკ მაკტომინიმ, ლეო მესისთან 2019 წელს მომხდარი ეპიზოდი გაიხსენა.

ჩემპიონთა ლიგის ¼-ფინალში „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ბარსელონა“ დაუპირისპირდნენ.

„მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი? ლეო მესი - 100 პროცენტით. დიახ, ნამდვილად მესი. მე მისი მაისურიც მაქვს.

ორივეჯერ, რაც „ბარსელონას“ ვეთამაშეთ, კრის სმოლინგმა ლეოს იდაყვი მოარტყა და არგენტინელს სისხლი წამოუვიდა. მესიმ ერთ-ერთ მატჩში იფიქრა, რომ ყველაფერი ჩემს გამო მოხდა.

ერთხელაც, სერხიო რომეროს ვთხოვე, მესისთვის მაისური გამოერთვა. სერხიო დაბრუნდა და მითხრა: „იცი, ის ფიქრობს, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში იდაყვი მას შენ მოარტყი“, მე კი ვუპასუხე: „არა, არა, არა, არა - უთხარი, რომ ეს მე არ ვყოფილვარ და ყველაფერი გააკეთე, რომ მაისური ჩემთვის მოიპოვო, იმიტომ რომ ის პირდაპირ ჩემს კოლექციაში წავა.“ რახან მაისური მე მაქვს, ესეიგი მან დაიჯერა, რომ მე არ ვყოფილვარ.

კრის სმოლინგს ბოდიშს ვუხდი, მაგრამ სწორედ მან დააზიანა ლეო და არა მე (იცინის)“, - ციტირებს მაკტომინეის სიტყვებს ESPN.

იხილეთ ასევე: 

ბრუნომ დაასახელა იუნაიტედის 3 ექს-ფეხბურთელი, რომელთან ერთად თამაშსაც ამ კლუბში ისურვებდა

ფოტო: "ის ხაზზეა, გასაგებია", - მატიჩმა რონალდუ და ბრუნო დატროლა