ბრუნომ დაასახელა იუნაიტედის 3 ექს-ფეხბურთელი, რომელთან ერთად თამაშსაც ამ კლუბში ისურვებდა
„მან.იუნაიტედის“ ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა, უპასუხა გულშემატკივართა შეკითხვას იმაზე, გუნდის რომელ ექს-ფეხბურთელთან ერთად ისურვებდა თამაშს.
ასეთი შეკითხვა პორტუგალიელს „ტვიტერზე“ კითხვა-პასუხის რეჟიმში, გულშემატკივარმა დაუსვა.
„რონალდუსთან, უენ რუნისთან ან კანტონასთან.“ - წერს ფერნანდეში.
ამის შემდეგ, ერთ-ერთმა გამომწერმა ბრუნოს „იუნაიტედში“ საუკეთესო მომენტის გახსენება სთხოვა, რაზეც მან ასე უპასუხა: „ის ჯერ კიდევ წინ არის.“
ფერნანდეში „იუნაიტედში“ გასული წლის იანვრიდან თამაშობს.
ასევე იხილეთ:
ზუსტად 26-წლის წინ - ბექჰემის დებიუტი მანჩესტერში
რა კავშირშია მანჩესტერ სიტი მიქაუტაძის ანდერლეხტში შესაძლო ტრანსფერთან?