ბაიერნს ხვიჩა კვარაცხელიას დამატება სურს - Express
გერმანული გამოცემა Express წერს, რომ მიუნხენის "ბაიერნი" ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით დაინტერესდა და მისი დამატება სურს.
რამდენიმე კვირის წინ ფეხბურთელის აგენტმა, მამუკა ჯუღელმა განაცხადა, რომ 20 წლის შემტევი სამომავლოდ აუცილებლად "ბაიერნსა" ან "რეალში" აღმოჩნდება.
"დარწმუნებული ვარ, რომ ხვიჩა ერთ მშვენიერ დღეს "ბაიერნსა" ან "რეალში" აღმოჩნდება", - განაცხადა ჯუღელმა.
Express წერს, რომ "რეკორდმაისტერი" გუნდის სამომავლო გეგმებზე უკვე ფიქრობს და ერთ-ერთ ვარიანტად ხვიჩა კვარაცხელიას განიხილავენ.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ქართველმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯერ ესპანეთს გაუტანა, შემდეგ კი საბერძნეთს.
"სანჩოსა და კოსტას უკვე სჯობს", - რას წერენ გერმანელი ფანები კვარაცხელიაზე?