ავტორიზაცია

"სანჩოსა და კოსტას უკვე სჯობს", - რას წერენ გერმანელი ფანები კვარაცხელიაზე?

"სანჩოსა და კოსტას უკვე სჯობს", - რას წერენ გერმანელი ფანები კვარაცხელიაზე?
თარიღი 03 აპრ 2021, 01:44

გერმანულმა გამოცემამ Express-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ბაიერნი" ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით დაინტერესდა (იხილეთ სრულად).

ამ ფაქტს Twitter-ზე "ბაიერნის" გერმანელი ქომაგები გამოეხმაურნენ და მათ შემდეგი კომენტარები გააკეთეს:

"დავიმატოთ 2-წლიანი იჯარით + გამოსყიდვის პუნქტით, რომელიც 8 მილიონი ევრო იქნება", - ცხადია ეს ქომაგი კარგად არ იცნობს ხვიჩას და არც მისი თამაშები უნახავს.

"ლოთარ მათეუსის სახე, როცა ის ამ ფეხბურთელის სახელსა და გვარს წარმოთქვამს", - როგორც იცით უცხოელებს საკმაოდ უჭირთ ხვიჩა კვარაცხელიას წარმოთქმა.

"მესი დაჯექი, ნამდვილი გადამრჩენელი მოდის"

"ვფიქრობ, რომ კვარაცხელია ტოლისოზე უკეთესია. კარგი ტრანსფერი იქნება."

"ნიჭიერია და განსაკუთრებით მოტივირებული დიდი გუნდების წინააღმდეგ."

"ძალიან კარგია და 25 მილიონი ევრო ღირს."

"რამდენიმე თვე ვლაპარაკობდი ამ ბიჭზე. დიდებული და ამბიციური მოთამაშეა."

"ბაიერნი აპირებს, რომ მაისურზე გვარის მბეჭდავების ცხოვრება გაართულოს (იცინის)."

"კარგი სტატისტიკა აქვს."

"ის უკვე დუგლას კოსტაზე უკეთესია."

"არ ვიცი კარგად მისი თამაში, თუმცა უკვე ჩანს, რომ დუგლას კოსტაზე უკეთესია."

"უნდა ვისწავლოთ მისი გვარის წერა ან ასეც შეგვიძლია მივმართოთ "კვარაGOAT"

"ის უკვე სანჩოზე უკეთესია."

"ვუყურე მის თამაშსს საბერძნეთთან, უნიჭიერესია."

ბაიერნს ხვიჩა კვარაცხელიას დამატება სურს - Express

სიმბოლური ნაკრები, რომელშიც ვერ მოხვდა კვარაცხელია, თუმცა მოხვდა კაშია - ვინ დგას ხვიჩას ადგილზე?

კვარაცხელია და ჩვენი ნაკრების კიდევ 4 მოთამაშე, რომელსაც Whoscored-მა ყველაზე მაღალი ქულა დაუწერა