ავტორიზაცია

სიმბოლური ნაკრები, რომელშიც ვერ მოხვდა კვარაცხელია, თუმცა მოხვდა კაშია - ვინ დგას ხვიჩას ადგილზე?

სიმბოლური ნაკრები, რომელშიც ვერ მოხვდა კვარაცხელია, თუმცა მოხვდა კაშია - ვინ დგას ხვიჩას ადგილზე?
თარიღი 02 Apr 2021, 14:48

Whoscored-მა დაასახელა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის B ჯგუფის სიმბოლური გუნდი, რომელშიც ვერ მოხვდა ხვიჩა კვარაცხელიას, თუმცა იქ ფიგურირებს გურამ კაშია.

საუბარია ჯგუფის შესახებ, რომელშიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კომპანიონობას უწევს ესპანეთი, შვედეთი, საბერძნეთი და კოსოვო. მე-3 ტურის შემდეგ, ცნობილი პორტალის არჩევანი ასეთია:

მეკარე: სამირ უიკანი

მცველები: ხორდი ალბა, გურამ კაშია, ერიკ გარსია, მიხალის ბაკაკისი

ნახევარმცველები: სერხიო ბუსკეტსი, კოკე რესურესიონი, დანი ოლმო, ფერან ტორესი

თავდამსხმელები: ალვარო მორატა, ვედატ მურიქი

როგორც ვხედავთ, "ჯვაროსნების" ვინგერის ადგილზე არის ოლმო, რომელსაც Whoscored-მა უფრო მაღალი ქულა მიანიჭა (84:81).

ასევე იხილეთ:

გერმანული პრესა ბაიერნის ხვიჩასადმი ინტერესის შესახებ: "დევისის შემდეგ, ახალი პროექტის ნაწილი კვარა უნდა გახდეს"

"ვუყურე სამივე მატჩს და სათქმელი დამიგროვდა", - სლუცკი კვარაცხელიას სანაკრებო გამოსვლაზე