"ვუყურე სამივე მატჩს და სათქმელი დამიგროვდა", - სლუცკი კვარაცხელიას სანაკრებო გამოსვლაზე
ყაზანის "რუბინის" მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ შეაფასა თავისი შეგირდის, ხვიჩა კვარაცხელიას სანაკრებო გამოსვლა:
"ვუყურე სამივე შეხვედრას, მათ შორის შვედეთთანაც, რომელშიც კვარაცხელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.
საბერძნეთს მან გაუტანა თავის კლასიკურ სტილში, ესპანეთთანაც ძალიან კარგად ითამაშა. ქართველი ვინგერი თავს თავდაჯერებულად გრძნობს.
ის არის ერთ-ერთი ლიდერი, როგორც საქართველოს ნაკრებში, ისე რუბინშიც. ხვიჩას წარმატება ძალიან მიხარია", - განაცხადა რუსმა.
შეგახსენებთ, რომ "ჯვაროსნების" გარემარბმა "ფურია როხასა" და ელადელებთან გაიტანა ორი გოლი. ამის გარდა, 20-წლის ფლანგელის ანგარიშზე წარმატებულად შესრულებული 15 დრიბლინგია.
"თეთრ-წითლების" მე-18 ნომრის მიმართ იზრდება სატრანსფერო ინტერესი და მის სახელს უკვე მიუნხენის "ბაიერნს" უკავშირებენ.
ასევე იხილეთ: