ავტორიზაცია

კვარაცხელია და ჩვენი ნაკრების კიდევ 4 მოთამაშე, რომელსაც Whoscored-მა ყველაზე მაღალი ქულა დაუწერა

კვარაცხელია და ჩვენი ნაკრების კიდევ 4 მოთამაშე, რომელსაც Whoscored-მა ყველაზე მაღალი ქულა დაუწერა
თარიღი 02 Apr 2021, 14:00

ჩაიარა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მატჩების სერიამ, რომელშიც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სამი შეხვედრა ჩაატარა.

Whoscored-მა აღნიშნული თამაშების საუკეთესო ფეხბურთელად "ჯვაროსნების" მხრიდან დაასახელა ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც 7.77 ქულა მიიღო.

ყაზანის "რუბინის" ვინგერს მოსდევს ჯაბა კანკავა (6.86), სამეულს კი ხურავს გურამ კაშია (6.81). აღსანიშნავია, რომ ჩვენი ნაკრების ვეტერანი ლიდერების შემდეგ, მე-4 ადგილს იყოფს ორ მოთამაშე.

საუბარია ოთარ კიტეიშვილისა და გურამ გიორბელიძის შესახებ, რომელთა ქულა 6.65-ს შეადგენს. აქვე დავამატებთ, "ვოლფსბერგერის" მარცხენა მცველი ეროვნულ გუნდში დებიუტანტია.

შეგახსენებთ, "თეთრ-წითლები" დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდნენ ესპანეთსა (1:2) და შვედეთთან (0:1), საბერძნეთთან კი ფრე დაფიქსირდა (1:1).

ასევე იხილეთ:

"ვუყურე სამივე მატჩს და სათქმელი დამიგროვდა", - სლუცკი კვარაცხელიას სანაკრებო გამოსვლაზე

გერმანული პრესა ბაიერნის ხვიჩასადმი ინტერესის შესახებ: "დევისის შემდეგ, ახალი პროექტის ნაწილი კვარა უნდა გახდეს"