ავტორიზაცია

AS-ი ასახელებს მიზეზს, რის გამოც რეალი შეიძლება ჰოლანდისთვის ბრძოლას ჩამოშორდეს

AS-ი ასახელებს მიზეზს, რის გამოც რეალი შეიძლება ჰოლანდისთვის ბრძოლას ჩამოშორდეს
თარიღი 03 Apr 2021, 20:41

"რეალმა" შესაძლოა "დორტმუნდის" თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდის შეძენაზე უარი თქვას, მიზეზი მისი სატრანსფერო ღირებულების გაზრდაა, წერს As.

გავლენიანი ესპანური გამოცემის თანახმად, "სამეფო კლუბის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი 20 წლის ნორვეგიელთან კონტრაქტის გაფორმებას მინიმალურ ფასად აპირებს.

საქმეს ართულებს ის ფაქტი, რომ "დორტმუნდს" ჰოლანდთან განშორება არ სურს, მისი აგენტი, მინო რაიოლა კი დიდ საკომისიოს ითხოვს. გერმანული კლუბი მზადაა მხოლოდ 180 მილიონ ევროიანი წინადადება განიხილოს.

მიმდინარე სეზონში ჰოლანდმა ბუნდესლიგაში 22 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.

ასევე იხილეთ:

სატრანსფერო ფასი გარკვეულია - რა გეგმები აქვს დორტმუნდს ჰოლანდის მომავალთან დაკავშირებით?