ავტორიზაცია

სატრანსფერო ფასი გარკვეულია - რა გეგმები აქვს დორტმუნდს ჰოლანდის მომავალთან დაკავშირებით?

სატრანსფერო ფასი გარკვეულია - რა გეგმები აქვს დორტმუნდს ჰოლანდის მომავალთან დაკავშირებით?
თარიღი 01 Apr 2021, 23:08

"დორტმუნდს" თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გაშვება არ უნდა, იუწყება გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

ბორუსიაში სურთ, რომ 20 წლის ნორვეგიელმა გუნდში კიდევ ერთი სეზონი გაატაროს. "დორტმუნდი" ახალგაზრდა ფორვარდის გაყიდვას 150 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს.

რომანო ადასტურებს, რომ გერმანული კლუბის სპორტული დირექტორი, მიხაელ ცორკი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჰოლანდის აგენტ მინო რაიოლას უკვე შეხვდა.

რიოგორც აქამდე გახდა ცნობილი, რაიოლა ჰოლანდის მამასთან ერთად ბარსელონაში ჩავიდა, "ბარსას" ხელმძღვანელობასთან შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკებების გასამართად.

2020/21 წლების სეზონში ერლინგმა "დორტმუნდის" მაისურით ბუნდესლიგაში 21 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.

ასევე იხილეთ:

VIDEO: რაიოლასა და ჰოლანდის მამის კატალონიაში ჩაფრენის ვიდეოკადრები

ცნობილი გახდა რაიოლასა და ჰოლანდის მამის ბარსელონას პრეზიდენტთან შეხვედრის დეტალები

დორტმუნდში რაიოლასა და ჰოლანდის მამის ბარსელონას პრეზიდენტთან შეხვედრას გამოეხმაურნენ