დორტმუნდში რაიოლასა და ჰოლანდის მამის ბარსელონას პრეზიდენტთან შეხვედრას გამოეხმაურნენ
"დორტმუნდის" სპორტული დირექტორი, მიხაელ ცორკი გამოეხმაურა დღევანდელ სიახლეს იმის შესახებ, რომ თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდის მამა და მისი აგენტი, მინო რაიოლა "ბარსელონასთან" მოლაპარაკებების გასამართად კატალონიაში ჩავიდნენ.
"მინო რაიოლას ვესაუბრე. ნათლად ვაცნობეთ მას ჩვენი გეგმები. პრობლემა არ მაქვს იმაზე, რომ ალფიმ და მინომ ხმელთაშუა ზღვაზე გარუჯვა გადაწყვიტეს. მშვიდად ვარ, რადგან ვიცი, რა გვინდა", - ციტირებს ცორკის სიტყვებს Sport1.
გავლენიანი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, "დორტმუნდს" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ჰოლანდის გაშვება არ უნდა და მის შენარჩუნებას კიდევ ერთი წლით აპირებს.
ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში 20 წლის ნორვეგიელმა 21 შეხვედრა ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.
ასევე იხილეთ:
ცნობილი გახდა რაიოლასა და ჰოლანდის მამის ბარსელონას პრეზიდენტთან შეხვედრის დეტალები
VIDEO: რაიოლასა და ჰოლანდის მამის კატალონიაში ჩაფრენის ვიდეოკადრები
BREAKING! რაიოლა და ჰოლანდის მამა ბარსელონადან მადრიდში ჩაფრინდნენ