კარიერაში მეორედ - დავიდ სილვამ ესპანეთში ტიტული მოიგო
გუშინ, ესპანეთის თასის ფინალი გაიმართა, სადაც "სოსიედადმა" "ბილბაო" 1:0 დაამარცხა.
ამრიგად, დავიდ სილვამ ესპანურ კლუბებთან ერთად მეორე ტიტული მოიგო.
35 წლის ნახევარმცველი 2004-2010 წლებში "ვალენსიაში" გამოდიოდა, სადაც 6 წლის განმავლობაშ 1-ხელ შეძლო ტიტულის მოპოვება (ესპანეთის თასი, 2008)
2020 წელს, სილვა ლა ლიგაში (სოსიედადი) დაბრუნდა და ამჯერად ესპანეთის თასი მეორედ მოიგო.