ავტორიზაცია

უცნაური ფაქტი - ბილბაო ესპანეთის თასის ფინალში დამარცხდა, თუმცა 2 კვირაში ისევ შეუძლია ეს ტურნირი მოიგოს [VIDEO]

თარიღი 04 აპრ 2021, 01:31

დღეს, ესპანეთის თასის ფინალი გაიმართა, სადაც "ბილბაო" "სოსიედადთან" 0:1 დამარცხდა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი 61-ე წუთზე, თერთმეტმეტრიანით გავიდა, რომელიც მიკელ ოიარსაბალმა შეასრულა.

ამრიგად, კოპას გამარჯვებული "სოსიედადი" გახდა.

აღსანიშნავი არის ის ფაქტი, რომ "ბილბაოს" ამავე ტურნირის მოგების შანსი ზუსტად 2 კვირაში ექნება.

საქმე იმაშია, რომ ბასკურ გუნდსა და "სოსიედადს" შორის გამართული ფინალი 2019-2020 წლების სეზონის იყო. კორონავირუსის პანდეემიის გამო ესპანეთის ფეხბურთის ასოციაციამ ფინალი 1 წლით გადადო.

რაც შეეხება უკვე 2020-2021 წლების სეზონს, ფინალში "ბილბაო" და "ბარსელონა" არიან. შეხვედრა 17 აპრილს გაიმართება.

ფეხბურთელი, რომლის გამოც ბარსელონა ვეინალდუმზე აპირებს უარის თქმას

ბარსელონას ჰოლანდის შეძენაში ეჭვი ეპარება და ალტერნატიული ვარიანტი შეიმუშავა

იუვენტუსის ფეხბურთელი ბარსელონასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს