ავტორიზაცია

სკანდალი ლა ლიგაში! - კადისისა და ვალენსიას მატჩი შეწყდა

სკანდალი ლა ლიგაში! - კადისისა და ვალენსიას მატჩი შეწყდა
თარიღი 04 Apr 2021, 21:42

ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურის ეგიდით, "კადისისა" და "ვალენსიას" მატჩი პირველი ტაიმის მიმდინარეობისას შეწყდა, როცა ანგარიში 1:1 გახლდათ.

როგორც ვარაუდობენ, აღნიშნულის მიზეზი რასისტული შეურაცხყოფაა - "ღამურების" ფეხბურთელებმა მოედანი მას შემდეგ დატოვეს, რაც "კადისის" მცველმა, ხუან კალამ გვინეური წარმოშობის მქონე ფრანგ უკანახაზელს, მუქტარ დიახაბის რაღაც უთხრა.

"ვალენსიას" ფეხბურთელი რეფერის ესაუბრა და თანაგუნდელებთან ერთად მოედანი დატოვა.

ამის შემდეგ, მინდვრიდან "კადისის" ფეხბურთელებიც გავიდნენ.

ასევე იხილეთ:

VIDEO: მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელს მისივე გუნდის ფანებმა რასისტული შეურაცხყოფები მიაყენეს