ავტორიზაცია

იბრაჰიმოვიჩი-კაშია, რონალდუ-გოსენსი: კურიოზული კავშირი ორ წყვილს შორის

იბრაჰიმოვიჩი-კაშია, რონალდუ-გოსენსი: კურიოზული კავშირი ორ წყვილს შორის
თარიღი 05 აპრ 2021, 11:34

ბერგამოს "ატალანტას" მარცხენა მცველმა, რობინ გოსენსმა კრიშტიანუ რონალდუსთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო ისტორია გაიხსენა:

"იუვენტუსთან შეხვედრის შემდეგ, რონალდუსთან მაისურის გაცვლას ვგეგმავდი. მივედი მასთან და ვთხოვე, თუმცა პორტუგალიელმა არც კი შემომხედა.

მისგან მაისურის აღება იყო ჩემი ოცნება, მაგრამ კრიშტიანუსგან მივიღე მტკიცე უარი, ძალიან შემრცხვა", - განაცხადა გერმანელმა.

საინტერესოა, რომ დაახლოებით იგივე რამ მოხდა ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და გურამ კაშიას შორის, როდესაც მაისურის გაცვლით დაინტერესებულმა ქართველმა შვედისგან იგნორი მიიღო.

"სან ხოსეს" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა აღნიშნული ინციდენტი გაიხსენა ერთ-ერთ თოქ-შოუში, რომლის ვიდეო შეგიძლიათ ქვედა სიახლეში იხილოთ.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი - 2012-2015 წლებში გოსენსი ირიცხებოდა არნემის "ვიტესში", სწორედ კაშიასთან ერთად. როგორც ვხედავთ, გურამსა და რობინს ბევრი საერთო აქვთ.

ასევე იხილეთ:

VIDEO: ყაზაიშვილის ულამაზესი გოლი და განრისხებული ზლატანი, რომელმაც კაშიას მაისური არ გაუცვალა

სიმბოლური ნაკრები, რომელშიც ვერ მოხვდა კვარაცხელია, თუმცა მოხვდა კაშია - ვინ დგას ხვიჩას ადგილზე?