ავტორიზაცია

"ნოემბერში ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ბარსელონა ჩემპიონობისთვის იბრძოლებდა", - კუმანი

"ნოემბერში ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ბარსელონა ჩემპიონობისთვის იბრძოლებდა", - კუმანი
თარიღი 05 Apr 2021, 11:50

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა თავისი გუნდის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"ნოემბერში ვერც კი წარმოვიდგენდით იმას, რომ ბარსელონა სეზონის მეორე ნახევარში ლა ლიგის ჩემპიონობისთვის იბრძოლებდა.

იგივე ითქმის კოპა დელ რეიზე, განსაკუთრებით სევილიასთან პირველ შეხვედრაში წაგების შემდეგ. ახლა კი ფაქტია, რომ თასის აწევამდე ერთი მატჩი გვაშორებს.

შეგახსენებთ, ლა ლიგაში ჩატარებული 28 მატჩის შემდეგ, "ბლაუგრანა" 62 ქულით არის მესამე ადგილზე და ლიდერ მადრიდის "ატლეტიკოს" 4 ქულით ჩამორჩება.

ასევე იხილეთ:

"გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს", - კუმანი ბარსელონას პოტენციური ტრანსფერების შესახებ