"გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს", - კუმანი ბარსელონას პოტენციური ტრანსფერების შესახებ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შემადგენლობის გაძლიერებაზე ისაუბრა.
"როგორც ვთქვი, სანაკრებო პაუზის დროს, პრეზიდენტსა და ხელმძღვანელობას შევხვდი, სადაც მშვიდად ვისაუბრეთ მიმდინარე და მომდევნო სეზონებზე", - ციტირებს ჰოლანდიელი სპეციალისტის სიტყვებს Mundo Deportivo.
"მომავალი სეზონისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა ყველა კლუბში ხდება, მაგრამ სხვა კლუბების ფეხბურთელებზე საუბარი არ მინდა".
"არც კი ვიცი, არსებობს თუ არა რომელიმე შესანიშნავი ფეხბურთელის დამატების შესაძლებლობა. ტრანსფერები განვიხილეთ, მაგრამ გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს, რადგან მან იცის კლუბში არსებული ფინანსური სიტუაციის შესახებ. ამაზე მე არ უნდა ვილაპარაკო", - დასძინა კუმანმა.
28 ტურის შემდეგ, კატალონიელები ესპანეთის ჩემპიონატში 62 ქულით მე-3 ადგილს იკავებენ და ლიდერ "ატლეტიკოს" 4 ქულით ჩამორჩებიან.
ასევე იხილეთ:
ბარსელონას ორი ფეხბურთელი, რომლის შენარჩუნებას კუმანი ითხოვს
ლაპორტამ კუმანზე გადაწყვეტილება მიიღო და ეს პირადად აცნობა - MARCA