ავტორიზაცია

"ბარსელონას 3 ქულის აღება ცუდი თამაშითაც შეუძლია", - კუმანი

"ბარსელონას 3 ქულის აღება ცუდი თამაშითაც შეუძლია", - კუმანი
თარიღი 06 Apr 2021, 12:51

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა თავისი გუნდის "რეალ ვალიადოლიდის" წინააღმდეგ დაფიქსირებული შედეგი შეაფასა:

"ბარსელონა ვალიადოლიდთან შეხვედრაში თავისი ოპტიმალური ფორმისგან ძალიან შორს იყო. დავუშვით არაერთი შეცდომა.

ამის გარდა, პირველ ტაიმში განვიცდიდით მომენტების ნაკლებობას, რაც დაუშვებელია, როდესაც ჩემპიონობისთვის იბრძვი.

საბედნიეროდ, ცუდი თამაშითაც კი მოვახერეთ გამარჯვება და სამი ქულის მოპოვება. საერთო ჯამში, მთავარი მაინც შედეგია".

ასევე იხილეთ:

"ნოემბერში ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ბარსელონა ჩემპიონობისთვის იბრძოლებდა", - კუმანი