ავტორიზაცია

VIDEO: ლოჩოშვილის კარატეს ილეთი და დისკვალიფიკაცია - რამდენ მატჩს გამოტოვებს ქართველი?

თარიღი 07 აპრ 2021, 11:09

"ვოლფსბერგერისა" და ვენის "რაპიდის" შეხვედრაში დაფიქსირდა არაერთი რეზონანსული ფაქტი. პირველ რიგში გამოსარჩევია მატჩის საბოლოო ანგარიში - 1:8.

დიახ, "მგლებმა" "თეთრ-მწვანეებთან" საკუთარ მოედანზე გაუშვეს რვა გოლი - აღნიშნული მატჩის მიმოხილვა შეგიძლიათ იხილოთ სტატიის ზედა ნაწილში.

ამის გარდა, კარინთიელების დარბევამდე მოედნიდან გაძევებული იქნა მასპინძლების ცენტრალური მცველი, ლუკა ლოჩოშვილი.

ქართველმა უკანახაზელმა მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში გამოიყენა შეიძლება ითქვას, რომ კარატეს ილეთი, რის გამოც დაისაჯა.

"თეთრ-შავების" ცენტრბექი დისკვალიფიცირებულია სამი შეხვედრით და ის არ იქნება ოთარ კიტეიშვილის "შტურმ გრაცთან", "ლასკ"-თან და "სვაროვსკისთან".

ასევე იხილეთ:

3 გოლი, 1 წითელი - ქართველი ლეგიონერების მონაგარი გასულ უიქენდზე

როგორი იყო ლუკა ლოჩოშვილის სტატისტიკა თავის ტოპ მატჩში?