ზიდანი: "არ მინდა, რომ მესისთვის ეს უკანასკნელი კლასიკო იყოს"
მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, „ბარსელონასთან“ მატჩის წინ გამოთქვა იმედი, რომ ლეო მესი გუნდში დარჩება.
„არ მინდა, რომ მესისთვის ეს ბოლო კლასიკო იყოს. დაე, დარჩეს „ბარსელონაში“. ის იქ თავს კარგად გრძნობს და პრიმერასთვისაც უკეთესი იქნება, თუ არსად არ წავა.
ჩვენ ვიცით, როგორი ფეხბურთელია მესი. მან შეიძლება გოლები ვერ გაიტანოს, მაგრამ მაინც იგივე ფეხბურთელად რჩება. „ბარსელონაში“ ყველა ძალიან კარგია.
შევეცდებით, გავუმკლავდეთ მათ ძლიერ მხარეებს, რაც ძალიან ბევრი აქვთ.“ - ციტირებს ზიდანის სიტყვებს Marca.
ელ კლასიკო მადრიდში ხვალ, 23:00 საათზე გაიმართება.
ასევე იხილეთ:
კლასიკომდე ერთი დღით ადრე, მატჩის მთავარი არბიტრი უჩვეულო მიზეზით შეიცვალა