ავტორიზაცია

ჩაკვეტაძის ტრავმის სიმძიმე და დაბრუნების თარიღი ცნობილია

ჩაკვეტაძის ტრავმის სიმძიმე და დაბრუნების თარიღი ცნობილია
თარიღი 10 აპრ 2021, 15:07

როგორც მოგეხსენებათ, "გენტის" შემტევი ნახევარმცველი, გიორგი ჩაკვეტაძე სამწუხაროდ კვლავინდებურად ტრავმირებული არის.

ქართველი ფლეიმეიქერის დაზიანების სიმძიმე და დაბრუნების თარიღი ცნობილი გახდა - კიდევ ერთი თვე ლაზარეთში, ანუ დაახლოებით მაისის დასაწყისამდე.

ბელგიური გუნდის ჰავბეკს კვლავ მუხლზე აქვს პრობლემა და ის იმედოვნებს, რომ უახლოეს ერთ თვეში ის მწყობრში ჩადგომას შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ "ინდიელების" ათიანს ტრავმის გამო პრაქტიკულად ორი სეზონი ჩაუვარდა. 21-წლის შუახაზელის პრობლემები დაიწყო 2018 წლის თებერვალში მიღებული ტრავმით.

ჩაკვეტაძემ მორიგი სერიოზული დაზიანება მიიღო გასული წლის სექტემბრის ბოლოს, რის შემდეგაც მოედანზე ის პრაქტიკულად აღარ გამოსულა.

ასევე იხილეთ:

კობიაშვილმა ჩაკვეტაძის ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

ოქროს ბიჭუნა შუშის კუნთებით - რამდენი მატჩი და დღე დაკარგა ჩაკვეტაძემ ტრავმის გამო?