ავტორიზაცია

ოქროს ბიჭუნა შუშის კუნთებით - რამდენი მატჩი და დღე დაკარგა ჩაკვეტაძემ ტრავმის გამო?

ოქროს ბიჭუნა შუშის კუნთებით - რამდენი მატჩი და დღე დაკარგა ჩაკვეტაძემ ტრავმის გამო?
თარიღი 03 Apr 2021, 11:02

გიორგი ჩაკვეტაძის უსიამოვნო პერიოდი გრძელდება და მისი მოედანზე დაბრუნების თარიღი კვლავ დაუდგენელია. გავიხსენოთ რამდენი დღე და მატჩი დაკარგა ქართველმა ტრავმის გამო.

"გენტის" შემტევი ნახევარმცველის პირველი დაზიანება ბელგიაში მოხდა 2018 წლის 11 მაისს, თუმცა მან ლაზარეთში გაატარა მხოლოდ ერთი კვირა.

"ინდიელების" ათიანის კარიერის ყველაზე მძიმე დარტყმა თარიღდება 2019 წლის 23 თებერვლად, მუხლის ტრავმა, რომლის შედეგად მან დაკარგა 281 დღე და 43 მატჩი.

გასული წლის სექტემბერში მიღებული დაზიანების შემდეგ კი 21-წლის ფლეიმეიქერმა მიმდინარე სეზონში გამოტოვა "ლურჯების" 38 შეხვედრა.

შეჯამება - ჩაკვეტაძემ ლაზარეთში გაატარა 500 დღეზე მეტი, რაც "ბუფალოების" 80-ზე მეტი თამაშის გამოტოვების ტოლფასი გამოდგა.

შეგახსენებთ, რომ უთამაშებლობის გამო, დაეცა ქართველი ჰავბეკის სატრანსფერო ღირებულებაც: ცხრა მილიონ ევროდან - 3.2 მილიონამდე.

ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ გიორგის დაბრუნების სავარაუდო თარიღს ჰეინ ვანჰაზებრუკის გუნდის ექიმებიც ვერ ასახელებენ.

ასევე იხილეთ:

"ჯერ არ ვიცით არის თუ არა მზად", - ჩაკვეტაძემ ისევ ტრავმა მიიღო?

მოლოდინი: რონალდუს შეცვლა, ევრო 2021-ზე გასვლა, რეალობა: ტკივილი - აზარის და ჩაკვეტაძის საერთო კოშმარი