ავტორიზაცია

ოფიციალურად: კორღალიძემ საბურთალო დატოვა

ოფიციალურად: კორღალიძემ საბურთალო დატოვა
თარიღი 11 აპრ 2021, 19:42

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლევან კორღალიძემ საფეხბურთო კლუბი "საბურთალოს" მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.

ქართველი დამრიგებელი თბილისურ გუნდში მუშაობდა შვიდი თვის განმავლობაში, ანუ გასული წლის სექტემბრიდან.

ვინ იქნება "საბურთალოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჯერჯერობით უცნობია, ისევე როგორც ის, თუ სად გააგრძელებს კორღალიძე მუშაობას.

ეროვნულ ლიგაში ჩატარებული რვა შეხვედრის შემდეგ, თბილისური გუნდი 11 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს.

VIDEO: საბურთალოს ქამბექი და 2 წუთში გატანილი 2 გოლი - სანახაობრივი მატჩი ეროვნული ლიგიდან

საბურთალომ დილა ბოლო წუთებზე დაამარცხა