ავტორიზაცია

მაისურის მინდორზე დაგდება და მუშტის კედელზე რტყმა - ჯენოასთან მატჩის შემდეგ, რონალდუ გაცხარებული იყო

მაისურის მინდორზე დაგდება და მუშტის კედელზე რტყმა - ჯენოასთან მატჩის შემდეგ, რონალდუ გაცხარებული იყო
თარიღი 12 აპრ 2021, 15:55

„ჯენოასთან“ მატჩის შემდეგ, მიუხედავად „იუვენტუსის“ გამარჯვებისა, რონალდუ გაცხარებული იყო.

ტურინულმა გუნდმა სერია ა-ს 30-ე ტურში 3:1 იმარჯვა, თუმცა თავად კრიშტიანუმ თავის გოლით გამოჩენა ვერ მოახერხა, რაც, როგორც ცნობილია, მასზე მუდამ უარყოფითად მოქმედებს.

საფინალო სასტვენის შემდეგ, ჯერ კიდევ მოედანზე ყოფნისას, რონალდუმ საკუთარი მაისური მინდორზე დააგდო. La Gazzetta dello Sport კი იუწყება, რომ პორტუგალიელის უკმაყოფილება ამით არ შემოფარგლულა.

კერძოდ, გამოცემას თუ დავუჯერებთ, რონალდუმ მუშტი კედელს გაარტყა, შხაპი მიიღო და მოედანი ჩუმად დატოვა. 

როგორც ზემოთხსენებული წყარო ამბობს, რონალდუს უკმაყოფილების მიზეზი მხოლოდ უგოლო მატჩი არ ყოფილა - გავრცელებული ინფორმაციით, ის „იუვენტუსის“ ამჟამინდელი შემადგენლობით უკმაყოფილოა და ფიქრობს, რომ გუნდი მის დონეზე არ იმყოფება. შესაბამისად, მან ხელმძღვანელობას ზაფხულში გუნდის სერიოზული გაძლიერება უკვე მოსთხოვა

მიმდიანრე სეზონში, პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა სერია ა-ს 27 მატჩში 25 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.
 

იუვენტუსმა საკუთარ კედლებში ჯენოას დამაჯერებლად მოუგო, რონალდუმ ვერ გაიტანა