"ჰოლანდთან დაკავშირებით, კონკრეტული გეგმა გაგვაჩნია", - ბორუსიას სპორტული დირექტორი

„დორტმუნდის“ სპორტულმა დირექტორმა, მიხაელ ზორკმა, ერლინგ ჰოლანდის მომავალზე კატეგორიულად ისაუბრა.
ბოლო დროს, ფეხბურთელი სხვადასხვა კლუბს დაუკავშირეს. ჰოლანდის მამა და აგენტი სხვადასხვა გრანდებთან შეხვედრებზეც იყვნენ, სადაც რაღა თქმა უნდა, მთავარი სალაპარაკო თემა - ერლინგის მომავალი იყო.
„ჰოლანდთან დაკავშირებით, ჩვენ კონკრეტული გეგმა გაგვაჩნია - ახალი სეზონი მასთან ერთად უნდა დავიწყოთ.
ვისურვებდი, რომ ყველამ შეასრულოს კონტრაქტით დაკისრებული მოვალეობები იმ დროს, როცა წინა კვირის მსგავსად, პირდაპირი დიალოგი მიმდინარეობს.“ - აღნიშნა ზორკმა.
ჰოლანდი „ბორუსიაში“ 2020 წლის ზაფხულში, „ზალცბურგიდან“ 20 მილიონ ევროდ გადავიდა. ამჟამად კი, მისი სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ის მიხედვით, 110 მილიონად ფასდება.
ჰოლანდის მოთხოვნები, რომელიც გუნდების უმრავლესობას მალევე დააფრთხობს