რეალის 16-წლიანი ჰეგემონია დასრულდა - Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ კლუბთა რეიტინგი გამოაქვეყნა!
ჟურნალ Forbes-ის ვერსიით, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ კლუბთა რეიტინგი გამოქვეყნდა.
ასე და ამგვარად, პირველ ადგილზე ისტორიაში პირველად "ბარსელონა" მოგვევლინა, რომლის ფასიც 4,76 მილიარდ დოლარად შეფასდა.
"რეალმა", რომელიც რეიტინგს 16 წლის მანძილზე ლიდერობდა, მეორე პოზიცია დაიკავა (4,75 მილიარდი). სამეულში მოიძებნა "ბაიერნის" ადგილიც (4,215 მლრდ).
აღსანიშნავია, რომ ოცეულში ინგლისის ჩემპიონატის 9 კლუბი მოხვდა. მათგან ყველაზე ძვირადღირებული "მანჩესტერ იუნაიტედია", რომელიც 4,2 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.
ცნობისთვის, კლუბების საშუალო ფასი გაიზარდა, მიუხედავად კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული არაერთი ფინანსური და სხვა პრობლემისა.
მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებული კლუბი Forbes-ის ვერსიით:
1. "ბარსელონა" - 4,76 მილიარდი დოლარი
2. "რეალი" - 4,75 მლრდ
3. "ბაიერნი" - 4,215 მლრდ
4. "მანჩესტერ იუნაიტედი" - 4,2 მლრდ
5. "ლივერპული" - 4,1 მლრდ
6. "მანჩესტერ სიტი" - 4 მლრდ
7. "ჩელსი" - 3,2 მლრდ
8. "არსენალი" - 2,8 მლრდ
9. "პსჟ" - 2,5 მლრდ
10. "ტოტენჰემი" - 2,3 მლრდ.
2020 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი Forbes-ის ვერსიით