კვარაცხელიასთვის ბრძოლაში ფავორიტი სერია ა-ს გუნდი არ არის - იტალიური პრესა
Tuttosport-ის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიასთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა.
საუბარია მიუნხენის "ბაიერნის" შესახებ, რომელიც ამ დროისთვის სერია ა-ს გუნდებსა და იგივე დორტმუნდის "ბორუსიაზე" რამდენიმე ნაბიჯით წინ არის.
"რეკორდმაისტერი" ჯერჯერობით არის ერთადერთი კლუბი, რომელსაც ქართველი ვინგერის სანაცვლოდ ფინანსური რესურსი არ ენანება.
"წითლები" მზად არიან როგორც ყაზანის "რუბინის", ისე თავად ამ გუნდის გარემარბისა და მისი აგენტის ფინანსური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსული გუნდი შესაძლო ტრანსფერის შემთხვევაში თავის ბიუჯეტში 25 მილიონ ევროს მიიღებს.
რაც შეეხება ტურინის "იუვენტუსისა" და მილანური ტოპ-კლუბების ინტერესს, "ბავარიასგან" განსხვავებით, ისინი აღნიშნულ თანხას ვერ იმეტებენ.
VIDEO: ასე ამხნევებს კვარაცხელია თავის თანაგუნდელებს - სკამზეც კი ყველაზე ენერგიული!
კვარაცხელია იუვენტუსის გაახალგაზრდავების პროექტის ნაწილი უნდა გახდეს - Tuttosport