კვარაცხელია იუვენტუსის გაახალგაზრდავების პროექტის ნაწილი უნდა გახდეს - Tuttosport
Tuttosport-ის ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსის" სატრანსფერო სიაში ფიგურირებს ყაზანის "რუბინის" შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია.
ქართველი ვინგერის გარდა, "ბებერი ქალბატონი" აგრეთვე აკვირდება "ჯენოას" თავდამსხმელს, ელდურ შომუროდოვსაც.
რამ განაპირობა "ბიანკონერის" კურსის აღება აღმოსავლეთ ევროპის ფეხბურთელებისკენ? ორი მიზეზი - კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ფინანსური კრიზისი და გუნდის გაახალგაზრდავების პროექტი.
რა კავშირშია ეს ორი გარემოება ერთმანეთთან? საქმე ისაა, რომ აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლები იგივე დასავლეთ ევროპელ, სამხრეთ ამერიკელ და აფრიკელ მოთამაშეებზე იაფად არიან შეფასებულები სატრანსფერო ბაზარზე.
"სინიორა" ტალანტებს ეძებს სწორედ ამ წერტილში და ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტი სწორედ ახალგაზრდა ქართველი გარემარბი არის.
ევროპული პრესა რუსული გუნდის ფლანგელს აფასებს მაქსიმუმ 25 მილიონ ევროდ, "შავ-თეთრების" გარდა კი მის სახელს უკავშირებენ მიუნხენის "ბაიერნს".
"კვარაცხელია უკვე მეცოდება", - რუბინის დირექტორი ხვიჩას ინტერში შესაძლო ტრანსფერის შესახებ