"კვარაცხელია უკვე მეცოდება", - რუბინის დირექტორი ხვიჩას ინტერში შესაძლო ტრანსფერის შესახებ
ყაზანის "რუბინის" გენერალურმა დირექტორმა, რუსტემ სიამანოვმა ხვიჩა კვარაცხელიას მილანის "ინტერში" შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრა:
"აცალეთ ბიჭს! კვარაცხელიას სჭირდება სიმშვიდე, რადგან მისი მთავარი ამოცანა არის ფეხბურთის თამაში და არა ჭორებზე პასუხის გაცემა.
რუბინს არავინ დაკავშირებია, არც ინტერი და არც ატალანტა, აქედან გამომდინარე, როგორც თქვენ ამბობთ, 15-20 მილიონად ქართველს ვერავისთან შევაფასებდით.
ერთია, როდესაც კლუბი კონკრეტული წინადადებით მიმართავს სხვა კლუბს, მეორე კი უბრალოდ ჟურნალისტების მიერ მოგონილი ჭორი.
სიმართლე გითხრათ, ის მეცოდება კიდეც, რადგან მთელი ეს აურზაური ხვიჩას სასიკეთოდ ნამდვილად არ თამაშობს", - განაცხადა რუსმა.
"კვარაცხელია ნამდვილი აღმოჩენაა, მას არსად გავუშვებთ", - თათრეთის რესპუბლიკის სპორტის მინისტრი