ავტორიზაცია

"კვარაცხელია ნამდვილი აღმოჩენაა, მას არსად გავუშვებთ", - თათრეთის რესპუბლიკის სპორტის მინისტრი

"კვარაცხელია ნამდვილი აღმოჩენაა, მას არსად გავუშვებთ", - თათრეთის რესპუბლიკის სპორტის მინისტრი
თარიღი 10 აპრ 2021, 14:43

თათრეთის რესპუბლიკის სპორტის მინისტრმა, ვლადიმირ ლეონოვმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"კვარაცხელია არის ნამდვილი აღმოჩენა და ვფიქრობ, მისი რუბინში დარჩენა არის არა მხოლოდ ჩემი, არამედ გულშემატკივრების სურვილიც.

რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ქართველი შემტევი რეალურად დააპირებს წასვლას, ვერ აღვუდგებით მას წინ, თუმცა მინიმუმ ამ სეზონის ბოლომდე მას არსად გავუშვებთ.

გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმის მიხედვით, თუ რომელ ადგილზე დაასრულებს ჩვენი გუნდი ჩემპიონატს, თუმცა არც კლუბის დირექტორის სახელით მინდა რაიმეს თქმა".

შეგახსენებთ, იტალიურ პრესაში გავრცელდა ცნობა, რომ ყაზანელთა ვინგერით მილანის "ინტერი" და ბერგამოს "ატალანტაც" დაინტერესდა.

ასევე იხილეთ:

მორიგი სატრანსფერო ბომბი იტალიიდან - კვარაცხელიასთვის ბრძოლაში ინტერი და ატალანტა ჩაერთო!

ლორია: "კვარაცხელია მალე დიდ გუნდში წავა"