ლორია: "კვარაცხელია მალე დიდ გუნდში წავა"
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი ლორიამ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:
"კვარაცხელია არის წარმოუდგენელი თვისებების მქონე ფეხბურთელი, რომელსაც ნამდვილად დიდი მომავალი აქვს, დამერწმუნეთ.
ის სრულიად დამსახურებულად და სამართლიანად არის ევროპული კლუბების ყურადღების ცენტრში, თუმცა მოვლენების დაჩქარება არ ღირს.
დარწმუნებული ვარ, ხვიჩა აუცილებლად აღმოჩნდება დიდ გუნდში. ის კიდევ არაერთხელ გაგაოცებთ", - განაცხადა ქართველმა.
შეგახსენებთ, მარტის სანაკრებო მატჩების შემდეგ, ყაზანის "რუბინის" შემტევის სახელი მიუნხენის "ბაიერნსა" და "მილანს" დაუკავშირეს.
აქვე დავამატებთ, რომ 20-წლის ვინგერის სატრანსფერო ღირებულება 20-25 მილიონ ევროს ფარგლებში მერყეობს. ასეთია ევროპული პრესის ვარაუდი.
ასევე იხილეთ:
"დინამოდან არის, როგორც კალაძე", - იტალიელები კვარაცხელიას მილანში შესაძლო ტრანსფერის შესახებ
"სერია ა-ზე მეტად კვარაცხელიას სხვა ორი ჩემპიონატი უფრო მოუხდება", - სიომინი